მსოფლიო ლიდერები ირანის ბირთვული შეთანხმების გადარჩენას ცდილობენ.
შეთანხმების მონაწილე ქვეყნები აშშ-ის სანქციებისგან თავდაცვის და ირანთან სავაჭრო კავშირების შენარჩუნების გზებზე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მსჯელობენ. პარალელურად ირანს მწვავედ აკრკტიკებს დონალდ ტრამპი. ამერიკის პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნიდან საერთაშორისო საზოგადოებას ირანის ხელისუფლების იზოლაციისკენ მოუწოდა.
ვაშინგტონი თეირანის წინააღმდეგ სანქციების მეორე ეტაპს ნოემბერში გეგმავს.