აშშ-ის სანქციები

კვლავ პოლიტიკური შეფასებების საგანია ოთარ ფარცხალაძის მიმართ აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციები. ოპოზიციას ახლა ერთი მთავარი კითხვა აქვს – დაიწყება თუ არა ფარცხალაძის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს „ქართველ-რუს ოლიგარქად“ მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე. დეპარტამენტის ვებგვერდზე აღნიშნულია ისიც, რომ ოთარ ფარცხალაძე სასანქციო სიაში რუსეთის ეკონომიკის საკონსულტაციო სექტორის მენეჯმენტში საქმიანობისთვის არის წარდგენილი.