„გაერთიანებული ოპოზიციის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი სოფელ კახათში დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა. მან ადგილზე მყოფი მოქალაქეებისგან არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიიღო.
დევნილების განცხადებით, ხელისუფლება მათ ჯერ კიდევ სამი წლის წინ დაპირდა საცხოვრებლით დაკმაყოფილებას, თუმცა პირობა დღემდე არა არის შესრულებული.