მმართველი გუნდის შეთავაზება ოპოზიციას

არჩევნების საკითხზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის შეთავაზებას გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები არ იღებენ. მათი თქმით, საგამოძიებო კომისიას ლეგიტიმაცია და ნდობა არ ექნება.

სახელისუფლებო პარტიაში კი ამბობენ, რომ საგამოძიებო კომისია ოპოზიციური პარტიების შესვლის გარეშეც შეიქმნება და თუ „ქართული ოცნების“ ერთპროცენტიანი გადაცდომაც კი დაფიქსირდება, მმართველი გუნდი მზად არის, ვადამდელი არჩევნები დანიშნოს. საგამოძიებო კომისიის შექმნა საგაზაფხულო სესიაზე თებერვლის პირველივე კვირაში იგეგმება.