სანატორიუმ „ქართლში“ მაცხოვრები დევნილები პროტესტს განაგრძობენ. მათი განცხადებით, აქციებს გარდაცვლილი მეზობლის დაკრძალვის შემდეგ განაახლებენ და იქამდე არ შეწყვეტენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მოქალაქეები ამბობენ, რომ ხელისუფლების შეთავაზება, დროებით ქირით გადავლასთან დაკავშირებით, მათთვის მიუღებელია. იძულებით გადაადგილებულების განმარტებით, შესაბამისი უწყებების დაპირება, რომ საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში 2022 წლამდე გადაეცემათ, მათ პრობლემას ვერ აგვარებს, რადგან შენობა ავარიულია და იქ ცხოვრება არ შეიძლება.