საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოლო დღეების განმავლობაში რიკოთის უღელტეხილთან დაკავშირებით გავრცელებულ ნეგატიურ განცხადებებს გამოეხმაურა. უწყებაში აცხადებენ, რომ რიკოთის უღელტეხილზე სამშენებლო სამუშაოები გეგმაზომიერად მიმდინარეობს და ავტომობილების გადაადგილება უსაფრთხოა. უღელტეხილზე სამუშაოები 2019 წლიდან მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 97 ხიდი და 51 გვირაბი შენდება.