როგორ უნდა გაძლიერდეს საპარლამენტო კონტროლი და რა გამოწვევები არსებობს საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების თვალსაზრისით, – ამ საკითხზე პარლამენტში დისკუსია გახსნილია.
ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე სამუშაო ჯგუფი იმუშავებს, რომელიც დღეს შეიქმნა. აღნიშნული ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად ხდება. სამუშაო ჯგუფში ჩაერთო დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია. მისგან განსხვავებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობაზე კვლავ უარს ამბობს. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ დღეს მოქმედი საპარლამენტო მექანიზმები ეფექტურია, თუმცა ევროდირექტივის შესრულებისთვის ის მზადყოფნას გამოთქვამს.