ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა გრძელდება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ინსტიტუციურ განვითარებაზე საკუთარ ხედვას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს ხვალ გადაუგზავნის. კომიტეტების თავმჯდომარეებისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა დღეს გაიმართა. მხარეებს საკუთარი ხედვები არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა აღინიშნა, რომ ცვლილებების ფარგლებში სამსახურების მანდატის გაფართოება იგეგმება.