ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესი

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ საპარლამენტო ბოიკოტი გრძელდება, თუმცა, მათ რიგებში მყოფი დეპუტატების ნაწილი ამ გადაწყვეტილების გადახედვის მომხრეა, მათ შორისაა პაატა მანჯგალაძეც. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე საჭიროა ერთობლივი მუშაობა, რომ ევრორეკომენდაციები შესრულდეს. კანონმდებლები აცხადებენ, რომ საქართველოსთვის 12 პუნქტზე მუშაობა ერთ-ერთი პრიორიტეტია. შენიშვნები ვენეციის კომისიისგან უკვე მიღებულია, ახლა ქვეყანა ეუთო/ოდირის მითითებებს ელოდება. ამის შემდეგ კი კანონპროექტებს პლენარულ სხდომებზე განიხილავენ და კენჭს უყრიან.