ევროკავშირის ელჩი პარლამენტში შეხვედრებს მართავს

ევროკავშირის ელჩი პარლამენტში კომიტეტების თავმჯდომარეებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს აგრძელებს. პაველ ჰერჩინსკი ამ წუთებში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბექა ოდიშარიას ხვდება. მანამდე დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებები აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართა.

ყველა შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ევროკავშირის 12 რეკომენდაცია და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული პრიორიტეტული საკითხები იყო.