სამცხე-ჯავახეთში სატუმბი სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება
სამცხე-ჯავახეთში სატუმბი სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, სადგურს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის – დილისკას, პტენასა და ჩუნჩხას 1384 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლით უზრუნველყოფის რეჟიმი.
პროექტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.