კასპის მუნიციპალიტეტში სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტში სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ქვემო ხანდაკსა და ნიჩბისში რამდენიმე ტიპის მილსადენი მონტაჟდება და კეთდება წყალმიმღები ჭები. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ათასზე მეტი ოჯახი 800 ჰექტარი მიწისთვის სისტემის გამოყენებას შეძლებს.

რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ივლისში უნდა დასრულდეს. პროექტს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შ.პ.ს. საქართველოს მელიორაცია ახორციელებს.