სამცხე-ჯავახეთში სატუმბი სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

სამცხე-ჯავახეთში სატუმბი სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.  პროექტის ფარგლებში,  სადგურს სრული  რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

მიმდინარე  სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის 3 სოფლის – დილისკას, პტენასა და ჩუნჩხას 1384  ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლით უზრუნველყოფის რეჟიმი.

პროექტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.