სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის მოადგილეები და გურიის გუბერნატორი,  სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ. სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე, ამ ეტაპზე დარჩენილ სამუშაოებზე სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს, რაც შეეხება მეორე და მეოთხე მონაკვეთებს – სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, თუმცა გეგმის მიხედვით გათვალისწინებული გრაფიკის დარღვევით.

კონტარქტორ ორგანიზაციებს, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას დაშვებულ ხარვეზებზე გაფრთხილება და მითითებები მიეცათ, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა გამოსწორდეს.