რიკოთის ახალი გზა

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალური გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. პროექტის ფარგლებში უკვე გაჭრილია 24 გვირაბი, დასრულებული სამი გვირაბით სატრანსპორტო საშუალებები უკვე სარგებლობენ. სამუშაოები მიმდინარეობს 88 ხიდზე, საიდანაც 30 უკვე აშენებულია, ხოლო 6 დასრულებულ ხიდზე მოძრაობა გახსნილია. მინისტრის განცხადებით, წელს მაგისტრალზე კიდევ რამდენიმე მონაკვეთი გაიხსნება.