განახლებულ მინისტრთა კაბინეტთან ერთად პარლამენტს სამთავრობო პროგრამის მოსმენაც მოუწევს.
36-გვერდიანი დოკუმენტი უკვე პარლამენტშია. ქვეყნის განვითარების ხედვის ძირითადი პრინციპები უცვლელი რჩება. აქცენტი გაკეთებულია ოთხ მიმართულებაზე. ესენია: უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება, განათლება და ადამიანური კაპიტალი და სახელმწიფო მმართველობა. განსაკუთრებული აქცენტი საგარეო პოლიტიკაზე, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციაზე და დეოკუპაციაზე კეთდება.
სალომე ქოქიაშვილი გაეცნო სამთავრობო პროგრამას.