სამშენებლო ამნისტია დღეიდან ძალაშია.
კანონში შესული ცვლილებები 2020 წლის აგვისტომდე დასრულებულ მშენებლობებს ეხება. მითითებულ პერიოდში ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების დროს გამოვლენილი დარღვევების გამო კომპანიებს ჯარიმების გადახდა აღარ მოუწევთ. კანონი ამ ტიპის დარღვევების პრევენციასაც გულისხმობს, რაც ნიშნავს, რომ სამშენებლო დარღვევების განმეორებაზე პასუხისმგებლობა დამძიმდება და დეველოპერებს ის შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ფასად დაუჯდეს. კიდევ ერთი ცვლილება კორპუსების ექსპლუატაციაში მიღების წესს ეხება და ის იანვრიდან ამოქმედდება.