თბილისის მთავრობის სხდომა

თბილისის მერიამ, მშენებლობებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად, ახალი კანონპროექტი შეიმუშავა და ის განსახილველად უკვე პარლამენტს წარედგინა. საკანონმდებლო პაკეტი სამშენებლო ამნისტიასაც ითვალისწინებს.

კახა კალაძის განმარტებით, ამნისტია შეეხებათ ისეთ შენობებს, რომლებიც ნებართვის საფუძველზე 2020 წლის 18 აგვისტომდეა აშენებული და მისი უსაფრთხოება დადასტურებულია, თუმცა გარკვეული მიმართულების დარღვევები მაინც ფიქსირდება – კანონპროექტის მიხედვით, ასეთ შენობებს დარღვევები საპატიოდ ჩაეთვლებათ და დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერებათ.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განმარტა, კანონპროექტი პრევენციულ ღონისძიებებსაც ითვალისწინებს, რომ სამომავლოდ მშენებლობის დროს დარღვევები აღარ დაფიქსირდეს. საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ცვლილება შენობის ექსპლუატაციაში შესვლის საკითხსაც შეეხება.