სამშენებლო ამნისტია - კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში

ჯარიმები ჩამოეწერებათ იმ სამშენებლო კომპანიებს, რომლებმაც შენობა-ნაგობობებში მოსახლეობა ექსპლუატაციაში მიღებამდე შეუშვეს.

საუბარია იმ შენობა-ნაგებობებზე, რომლებიც 2020 წლის აგვისტომდე აშენდა. ერთადერთი კრიტერიუმი, რაზეც შეღავათები და ამნისტია არ გავრცელდება, უსაფრთხოების ნორმების დაცვაა. თბილისის მერიის მიერ მომზადებული სამშენებლო ამნისტიის კანონ-პროექტი პარლამენტში უკვე გაიგზავნა.