სამოქალაქო სექტორის ფორუმი

თბილისში აივ/შიდსის და ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე სამოქალაქო სექტორის ფორუმი გაიმართა.

მისი მიზანია აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამების მდგრადობის უზრუნველყოფისთვის ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების მიმოხილვა. ფორუმის მსვლელობისას შუქდება აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის კონტროლის მიმდინარე ინიციატივები და მათ განხორციელებაში სამოქალაქო საზოგადოების როლი, განახლებული ეროვნული სტრატეგიული გეგმების ძირითადი მიმართულებები და განხორციელების ტენდენციები.