დღეს, 24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა, რომლის მიზანი დაავადებასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება და სტიგმის დაძლევაა.
„დიახ ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ტუბერკულოზი“ – ამ სლოგანით გაიხსნა დღევანდელი ღონისძიება, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი ესწრებოდა. კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა იმ მიღწევებზე და სახელმწიფო პროგრამებზე, რაც ქვეყანაში დაავადების წინააღმდეგ მოქმედებს. სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს, როგორც ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისთვის საჭირო გამოკვლევებს, ასევე სამკურნალო მედიკამენტებს, მკურნალობის სრულ კურსს, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება.
2024 წელს, ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 35 404 სამედიცინო მომსახურება 8 მილიონ 515 ათასი ლარით დაფინანსდა.