ტუბერკულოზი – შემცირებული სტატისტიკა და არსებული საფრთხეები 

22:17, 24.03.2025

პირველად ბოლო წლების განმავლობაში ტუბერკულოზის გავრცელების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირებულია.

ბოლო, ანუ 2023 წლის მონაცემი ისტორიულ მინიმუმზეა. ფიქსირდება 1 340-მდე ახალი შემთხვევა, რაც ნიშნავს, რომ 2013-23 წლებში, წინა ათწლეულთან შედარებით, ინფიცირების მაჩვენებელმა 10%-ით იკლო. გეგმაა, რომ მომდევნო ათწლეულში დღევანდელი სტატისტიკა 90%-ით შემცირდეს. დაავადების გავრცელების კლებას უფასო სახელმწიფო პროგრამის გაფართოებით, მკურნალობაზე ხელმისაწვდომობაზე ზრდით და ადრეული დიაგნოსტიკის დანერგვით ხსნიან. რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს წლიდან წლამდე სიკვდილიანობის სტატისტიკა საბედნიეროდ იკლებს. თუმცა დაავადების გამომწვევი ჩხირის გავრცელების მხრივ კვლავ არაერთი გამოწვევა რჩება.

მსგავსი