საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ჟენევაში მიმდინარე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. დისკუსია უკვე გაიმართა გლობალური ფონდის წარმომადგენლებთან. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ფონდს შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა და მიღწეული შედეგები.

ყურადღება დაეთმო ქვეყანაში ინფექციური დაავადებების პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს. ასევე შიდსის, ტუბერკულოზისა და ჰეპატიტების მიმართულებით არსებულ პროგრამებსა და დაავადებების პრევენციას.