„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“- მა პოლიტიკური პარტიების შემომწირველები გამოიკვლია. კვლევის თანახმად, 2020 წლის პირველ სექტემბრამდე გაკეთებული შემოწირულობების 55% მმართველ პარტიაზე მოდის. სულ შემოწირულობები მიღებული აქვს 24 პოლიტიკურ პარტიას. ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ბიზნესორგანიზაციები უმეტეს შემთხვევებში პოლიტიკურ პარტიებს თანხას კომპანიის სახელით არ წირავენ და დამფინანსებლად ხელმღვანელი პირები და თანამშრომლები არიან მოხსენიებული. „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამფუძნებლის განმარტებით, სახელისუფლებო გუნდის შემომწირველი ბიზნესმენების კომპანიებს არაერთი სახელმწიფო ტენდერი აქვთ მოგებული.