ოთხდღიანი ტყვეობის დასასრული – რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის თვითმხილველი და უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილი გათავისუფლების შემდეგ თავდასხმის ფაქტს დღეს მედიასთან პირველად იხსენებს.
სოფელ კირბალის მკვიდრი ჰყვება, რომ ლომისას სალოცავიდან გამოსვლის შემდეგ რუსმა სამხედრომ ჰაერში გაისროლა. მას შემდეგ კი, რაც ის და გინტური ავტომობილში ჩასხდნენ და მცირე მანძილი გაიარეს, ოკუპანტმა მანქანის მიმართულებით დამიზნებით სროლა დაიწყო. დოთიაშვილი ჰყვება, რომ დაკავების დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ოფიციალური თბილისი ამ დრომდე არ აკონკრეტებს, იდენტიფიცირებულია თუ არა დამნაშავე.