სამმხრივი ხელშეკრულება

გერმანიის მთავრობა იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით საქართველოს გრანტის სახით 10 მილიონ ევროს გადმოსცემს.

თანხა დევნილთა განსახლებას, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და დასაქმებას მოხმარდება. პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება. ის 2019 წელს დაიწყება და 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება.