ბრიფინგი „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებლით დაკმაყოფილების გეგმა წარადგინა. პარტიაში აცხადებენ, რომ სახელმწიფოს შეუძლია მომავალი ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 40 000 დევნილი ოჯახი ბინით უზრუნველყოს. პროექტის ღირებულება სამ მილიარდ ლარზე მეტია. ოპოზიციურ ძალის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ პროექტის განხორციელება არამიზნობრივი პარტიული ხარჯების გაუქმებითა და კორუფციის აღმოფხვრით იქნება შესაძლებელი.