თურქეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ჰათაის პროვინციაში გუშინ მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. დაშავებულია 294 ადამიანი, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა. მინისტრის ცნობით, ახალი ბიძგების შედეგად, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია სამი ჩამონგრეული კორპუსის ტერიტორიაზე მიმდინარეობს 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ჰათაის პროვინციაში ადგილობრივი დროით 20:04 -ზე დაფიქსირდა. სამი წუთის ინტერვალით, ამავე პროვინციაში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ჰათაი 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული პროვინციაა.