დღეიდან სამხედრო-სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1800 წვევამდელს გაიწვევენ, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში 1395-ს, შსს-ს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში 1370-ს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კი 200-ს. საშემოდგომო გაწვევა მიმდინარე წლის 29 დეკემბრამდე გაგრძელდება. გაწვევას ინფრასტრუქტურის სამინისტრო უზრუნველყოფს.