სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მიღება გრძელდება

ქვეყნის მასშტაბით საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მოქალაქეების მიღების შესახებ საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს. სამხედრო მოსამსახურეები შეხვედრებს ქვემო ქართლშიც მართავენ. ისინი მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მაცხოვრებლებს საკონტრაქტო სამსახურის პირობებს, ასევე თავდაცვის ძალებში პროფესიით დასაქმების შესაძლებლობებს აცნობენ. პირისპირ შეხვედრისას მოქალაქეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხები.

ჯარისკაცებმა ისაუბრეს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღების პროცედურასა და ტერიტორიული პრინციპით დასაქმების შესაძლებლობაზე. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო პოტენციური რეკრუტების ანაზღაურების საკითხს, რაც იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის მიხედვით.