თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ქალაქის მშენებლობას იწყებს, სადაც სამხედროები ბინას შეღავათიანი პირობებით, 50 %-ანი თანამონაწილეობით შეიძენენ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დღეს მედიის წარმომადგენლებს თავდაცვის მინისტრმა გააცნო. სამხედრო ქალაქი მახათას მთაზე აშენდება
კერძოდ, თუ მათ უწევდათ ღირებულების 60 %-ის დაფარვა, ახალი პირობებით 50 %-ანი თანამონაწილეობის პრინციპი იმოქმედებს. კერძო კომპანიის ნაცვლად, მშენებლობას თავდაცვის უწყების სამშენებლო კომპანია განახორციელებს, რაც თვითღირებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.