„ჯარის ქალაქი“

თბილისში, მახათას მთაზე სამხედრო ქალაქის მშენებლობა დასრულებულია.

კომპლექსი 39 შვიდ სართულიან კორპუსს და 1092 ბინას აერთიანებს. ახალი ბინები სამხედრო მოსამსახურეებს ლოტოტრონის საშუალებით გადაეცათ. საცხოვრებელი ფართების კვადრატულობა კი სულადობის პრინციპით განაწილდა. ჯარისკაცებმა უპროცენტო შიდა განვადებითაც ისარგებლეს და კვადრატულ მეტრში მინიმალური თანხა გადაიხადეს. პროექტი, რომლის მიზანი სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა, მომავლშიც გაგრძელდება.