„აქტივიზმის 16 დღიანი კამპანიის“ ფარგლებში, გორის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მდებარე სკოლის მოსწავლეებისთვის სამხატვრო კონკურსი გაიმართა.
ინიციატივა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეკუთვნის.
მისიის სათავო ოფისში გამარჯვებული ბავშვებისთვის და პედაგოგებისთვის გაიმართა მიღება და დაჯილდოება.
მიღებას მისიის ხელმძღვანელმა, ერიკ ჰოგმა უმასპინძლა. მან მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სიტყვით მიმართა და კონკურსი მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.