საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატი 2020 წლის დეკემბრამდე გაუგრძელდა

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატი 2020 წლის დეკემბრამდე გაუგრძელდა. ამის შესახებ მისიის ხელმძღვანელმა „მოამბესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ერიკ ჰოგის განცხადებით, უკვე არსებობს პოლიტიკური შეთანხმება, რომლითაც მისია დამატებით ორი წლით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან იმუშავებს. ევროპელმა დამკვირვებლებმა მონიტორინგი 2008 წლის ოქტომბერში დაიწყეს, დღეს ჯგუფი ევროკავშირის 26 ქვეყნის, 300-ზე მეტი დამკვირვებლისგან შედგება. მათი მანდატი საქართველოს სრულ ტერიტორიაზე მონიტორინგს ითვალისწინებს, თუმცა, საოკუპაციო რეჟიმების წინააღმდეგობის გამო, ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში შესვლას მისიის წევრები დღემდე ვერ ახერხებენ.