ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის განცხადება

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში სოფელ ოძისში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

„სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მთავარ გამშვებ პუნქტ ოძისში, ჩვეულებრივ დღეებში ევროკავშირის სადამკვირვებლო ჯგუფი დაახლოებით 400 გადაკვეთას აფიქსირებს. დღეს ეს მაჩვენებელი ნულია. ის დახურულია 5 სექტემბრის შემდეგ დასაბუთების გარეშე. აღნიშნული ზომები ნეგატიურად აისახება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობაზე,“ – განაცხადა ერიკ ჰოგმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე.