ექსკლუზიური ინტერვიუ ერიკ ჰოგთან

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი „მოამბესთან“ ორწლიან მუშაობას აჯამებს.

ერიკ ჰოგი მისიისთვის მთავარ გამოწვევად იმ გარემოებას მიიჩნევს, რომ, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ევროკავშირის სადამკვირვებლო დელეგაციას ოკუპირებულ ტერიტორიებთან წვდომა ამ დრომდე არ აქვს. დანიელი დიპლომატი საოკუპაციო ხაზთან ზაფხულის შემდეგ შექმნილ ვითარებას გაუარესებულს უწოდებს და ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობის საქმესაც ეხება.

ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდს, სადაც დიალოგი გაფრინდაშვილის თემით დაიწყო, ერიკ ჰოგი თავად ესწრებოდა.

ქეთი ჩოხელმა ჩაწერა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი.