რამდენიმეწლიანი სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ თბილისის სამხატვრო აკადემიამ პირვანდელი სახე აღიდგინა.
თითქმის ორსაუკუნოვანი ისტორიის მქონე შენობაში რესტავრაცია ჩაუტარდა ცნობილ სარკეებიან და საგამოფენო დარბაზებს, დიდ ბიბლიოთეკას, ასევე აკადემიის ფონდებსა და საცავებს. კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე დანგრევის პირას იყო მისული. სრულად აღდგა შენობის მთავარი ღირსშესანიშნაობაც, თავის დროზე ირანელი ოსტატების მიერ შექმნილი საარკეებიანი დარბაზები. განახლებული სამხატვრო აკადემია სტუდენტებს ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს.