ყაზახეთის ქალაქ აქტაუში კასპიის რიგით მეხუთე სამიტი ჩატარდა. ხუთი სახელმწიფოს ლიდერმა სამართლებრივი სტატუსის კონვენციას მოაწერა ხელი. ხანგრძლივი მოლაპარაკების მიზანი, კასპიისპირეთის სიმდიდრის გადანაწილება იყო.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ზღვაოსნობა, თევზაობა, სამეცნიერო კვლევები და მილსადენების განთავსება მხარეთა მიერ შეთანხმებული წესებით უნდა განხორციელდეს.
გათვალისწინებული უნდა იყოს ეკოლოგიური ფაქტორიც. კონვენციის მოქმედების დრო განუსაზღვრელია.