გადადებული ავიარეისები 

უკვე მეორე დღეა, ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით და პირიქით ავიამიმოსვლა შეწყვეტილია.

გუშინ გაუქმებული რეისები დღეისთვის იყო გადადებული, თუმცა დღის განმავლობაში არც ერთი ფრენა არ შესრულებულა. შეფერხების მიზეზი ყაზახეთში განვითარებული მოვლენების გამო კომუნიკაციის არ არსებობაა. თბილისის და ქუთაისის აეროპორტები ყაზახურ მხარესთან კომუნიკაციას ვერ ამყარებენ. ბოლო რეისი დედაქალაქ ნურსულთანიდან ქუთაისის მიმართულებით ორი დღის წინ შესრულდა.