ბოლო სამ წელიწადში ათასამდე ექიმის კვალიფიკაციის მიმართ პრეტენზია ოფიციალურად გამოითქვა. თუმცა, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში გააუქმა ექიმის სერტიფიკატი. ამ სტატიკას იმ მოქალაქეების ზეპირი ისტორიებიც ემატება, რომლებიც არასწორ დიაგნოზს ან არასათანადო მკურნალობას აპროტესტებენ. დღეს “მოამბემ” ის მშობლები ჩაწერა, რომლებიც მათი შვილებისთვის გაწეული არაკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების შესახებ ყვებიან. საქმე ეხება ერთი და იმავე პაციენტისთვის რამდენიმე ექიმის მიერ დასმულ სხვადასხვა დიაგნოზს.
სოფო ზედელაშვილი დაინტერესდა, რა მექანიზმი არსებობს იმ მოქალაქეების დასაცავად, რომლებსაც დიაგნოზის სისწორეში ეჭვი ეპარებათ.