სამედიცინო დახმარება უკრაინელი ლტოლვილებისთვის

22:03, 22.06.2022

კიდევ ერთი მხარდამჭერი ინიციატივა საქართველოში მყოფი 28 000 უკრაინელის დასახმარებლად.

ადამიანებს, რომლებიც ომს ჩვენს ქვეყანაში გამოექცნენ, ამერიკული ჰოსპიტალი უსასყიდლოდ მოემსახურება. გადაუდებელი დახმარების გარდა იგულისხმება როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონარული და დიაგნოსტიკური სერვისები. დახმარების პროგრამაში ამერიკის საერთაშორისო განვითარების კორპორაციაც არის ჩართული. სამედიცინო მომსახურების მისაღებად მხოლოდ უკრაინული პასპორტია საჭირო.

მსგავსი