ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიისთვის ემზადებიან.
საზეიმო ღვთისმსახურება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სინოდის წევრებთან ერთად ჩაატარებს, რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება.
ტრადიციულად, საშობაო ლიტურგიის წინ მრევლს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს გააცნობენ, რომელშიც ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილდება ყურადღება.