2030 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა, შესაძლოა, 32 %-ით შემცირდეს - დისკუსია სამების ახალგაზრდულ ცენტრში
2030 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა, შესაძლოა, 32 %-ით შემცირდეს – ამის შესახებ დღეს სამების ახალგაზრდულ ცენტრში ისაუბრეს, სადაც დემოგრაფიულ საკითხებზე მსჯელობდნენ.
როგორც აღინიშნა, ქვეყანაში თითქმის ყოველი მეორე ქორწინება განქორწინებით სრულდება. დემოგრაფებმა სტატისტიკა წარადგინეს, რომლის მიხედვით, ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოში 32 ათასამდე სელექციური აბორტი გაკეთდა.
სპეციალისტები და სასულიერო პირები პრობლემის აღმოფხვრას სახელმწიფოს მხრიდან სწორი პოლიტიკის გატარებაში ხედავენ.