2030 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა, შესაძლოა, 32 %-ით შემცირდეს – დისკუსია სამების ახალგაზრდულ ცენტრში

15:20, 02.12.2017

2030 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა, შესაძლოა, 32 %-ით შემცირდეს – ამის შესახებ დღეს სამების ახალგაზრდულ ცენტრში ისაუბრეს, სადაც დემოგრაფიულ საკითხებზე მსჯელობდნენ.

როგორც აღინიშნა, ქვეყანაში თითქმის ყოველი მეორე ქორწინება განქორწინებით სრულდება. დემოგრაფებმა სტატისტიკა წარადგინეს, რომლის მიხედვით, ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოში 32 ათასამდე სელექციური აბორტი გაკეთდა.

სპეციალისტები და სასულიერო პირები პრობლემის აღმოფხვრას სახელმწიფოს მხრიდან სწორი პოლიტიკის გატარებაში ხედავენ.

მსგავსი