მესტიაში დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს.
თეთნულდის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ცხედარს თეთნულდზე თოვლის საფარის ქვეშ მიაკვლიეს. დაღუპულს ექსპერტიზაზე გადაასვენებენ. თეთნულდზე გუშინ ზვავი ჩამოწვა, მაშველებმა ჩეხი ტურისტის უვნებლად ამოყვანა მოახერხეს. ზვავში სხვა პირის შესაძლო მოყოლაზე ინფორმაცია ტურისტების მიერ არ დასტურდებოდა, თუმცა მესტიის ერთ-ერთ სასტუმროში აღმოჩნდა მოთხილამურის სრული აღჭურვილობა, მათ შორის „ჯი-პი-არ-ეს“ მოწყობილობა, რომელიც უკრაინელ ტურისტს ეკუთვნოდა. სამაშველო სამსახურმა უკრაინელი ტურისტის ძებნა დილიდან დაიწყო.