მიწისძვრის უმძიმეს შედეგებზე ინფორმაციის პარალელურად, ვრცელდება ცნობები გადარჩენილთა შესახებაც. მაშველებმა ჰაიტიში პატარა გოგონა ნანგრევებიდან ცოცხალი 150 საათის შემდეგ ამოიყვანეს. ასევე ჰაიტიში სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ ნანგრევებში მოყოლილი მამა და მისი 5 წლის შვილი. დღეს დილით კი, სტიქიიდან 147 საათის გასვლის შემდეგ, მაშველებმა დანგრეული შენობიდან კიდევ ერთი გოგონა გადაარჩინეს. სამძებრო-სამაშველო ოპერაციების დაწყებიდან მე-6 დღეს, მაშველებმა შენობის ნანგრევებში სპეციალური ღრმული გააკეთეს საიდანაც 10 წლის ბავშვი ცოცხლად ამოიყვანეს. გოგონა სახელად კუდი საავადმყოფოშია გადაყვანილი. აქვე შეგახსენებთ, რომ თურქული მხარის განცხადებით, ამ დროისთვის დაახლოებით 80 000 ადამიანი სხვადასხვა ჰოსპიტალში იმყოფება, მილიონზე მეტი კი დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს.