ქალაქ ფოთში, ხიდის მოაჯირიდან მდინარე რიონში 16 წლის მოზარდი გადავარდა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ტარდება, თუმცა მოზარდს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს. შემთხვევის დროს ის მეგობართან ერთად იმყოფებოდა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და პოლიცია.