მდინარე რიონში მოზარდი ხიდის მოაჯირიდან გადავარდა

ქალაქ ფოთში, ხიდის მოაჯირიდან მდინარე რიონში 16 წლის მოზარდი გადავარდა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ტარდება, თუმცა მოზარდს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს. შემთხვევის დროს ის მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და პოლიცია.

დატოვე კომენტარი