სამცხე-ჯავახეთში ახალი პროექტები განხორციელდება. პრეზენტაცია დღეს ფარავნის ტბასთან გაიმართა. დაგეგმილი სამუშაოების შესახებ, რაც ფარავნის ტბისა და ფოკას დედათა მონასტრის ტერიტორიას მოიცავს, ქვეყნის პრემიერს, ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მიაწოდა.
სამუშაოები მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს. სიახლეებია სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხითაც. იგეგმება ასევე ჯავახეთის დაცული ტერიტორიის გაფართოება. პრეზენტაციის დეტალებზე ახლა ნათია ქენქაძე მოგვიყვება, რომელიც დილიდან ფოკაში მუშაობს.