სამთო-მაშველებმა თეთნულდზე დაღუპული უკრაინელი ტურისტის ცხედრის ამოტანის ოპერაცია დაასრულეს.
სამძებრო ოპერაცია 18 ივლისის შემდეგ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შეფერხებით მიმდინარეობდა. მაშველებმა მანამდე მეორე უკრაინელი ტურისტის გადარჩენა შეძლეს. უბედური შემთხვევა დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა. უცხოელი ტურისტების ჯგუფს, რომელიც თეთნულდის დალაშქვრას ცდილობდა, ზღვის დონიდან 4200 მეტრზე ორი წევრი ჩამორჩა. დაღუპული ალპინისტი ჭიუხში ჩავარდა.
დღევანდელ ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მონაწილეობდა.